საქართველო თავისუფალია და მტკიცედ მიემართება ევროპისკენ - პრეზიდენტი
საბჭოთა ოკუპაციის 103 წლისთავთან დაკავშირეით პრეზიდენტი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერზე" წერს, რომ რუსეთის იმპერიალისტური მცდელობები ქართველების სიმტკიცე ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამოსცადოს, უშედეგოა. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ქვეყანა მტკიცედ მიემართება ევროპისკენ და ეს ქართელი ხალხის თავსიუფალი არჩევანია.
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. მომავლის შესანარჩუნებლად წარსულის გაკვეთილების გახსენება აუცილებელია.
დღეს დამოუკიდებლობამ და თავისუფლებამ გაიმარჯვა!
რუსეთის იმპერიალისტური მცდელობები, გამოსცადოს ჩვენი სიმტკიცე ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თუ ჰიბრიდული ზომების გამოყენებით, წარსულს ვერ აღადგენს.
საქართველო თავისუფალი და მტკიცეა, მტკიცედ მიემართება ევროპისკენ და ვერავინ გადაიყვანს იმ გზიდან, რომელიც ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანია.
საბჭოთა ოკუპაციის დღიდან 103 წელი გავიდა. 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმიის დანაყოფებმა თბილისი აიღეს და ქვეყანაში კომუნისტური მმართველობა დამყარდა, ჩამოყალიბდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. თავისუფლებისათვის ბრძოლას კოჯორსა და ტაბახმელის მისადგომებთან არაერთი იუნკერი შეეწირა.
25 თებერვალს დაწყებულმა საბჭოთა ოკუპაციამ 70 წელი გასტანა.