აგრესორზე ერთობლივი ზეწოლა მნიშვნელოვანია, რათა ყველა მისი მეზობელი ერი თავისუფალი დარჩეს - ზელენსკის მადლობა ზურაბიშვილს

25.02.24 13:02
აგრესორზე ერთობლივი ზეწოლა მნიშვნელოვანია, რათა ყველა მისი მეზობელი ერი თავისუფალი დარჩეს - ზელენსკის მადლობა ზურაბიშვილს

უკრაინის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს უკრაინისადმი სოლიდარობის გამო მადლობას უხდის. ამის შესახებ პოსტს ის სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ვოლოდიმიერ ზელენსკი წერს, რომ აგრესორზე ერთობლივი და ძლიერი ზეწოლა ყველა მეზობელი ერების თავისუფლებისთვის მნიშვნელოვანია. 

გმადლობ, ქალბატონო პრეზიდენტო! აგრესორზე ერთობლივი და ძლიერი ზეწოლა მნიშვნელოვანია, რათა ყველა მისი მეზობელი ერი თავისუფალი დარჩეს. ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და მის თავისუფლებისმოყვარე ერს, - წერს ზელენსკი. 

საქართველოს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში უკრაინას ომის დაწყებიდან 2 წლის თავზე ისევ სოლიდარობა გამოუცხადა. ზურაბიშვილმა უკრაინას წარმატება უსურვა და დაწერა, რომ მათი სიმტკიცის განადგურება ოკუპანტმა რუსეთმა ვერ მოახერხა.