რა უნდა გააკეთოს "ოცნებამ" 2024 წლის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩასატარებლად - NDI ანგარიშს მედიას აცნობს
როგორი საარჩევნო გარემოა საქართველოში და რა უნდა გააკეთოს "ქართულმა ოცნებამ", რომ 2024 წლის არჩევნები თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს - ამერიკის დემოკრატიულმა ინსტიტუტმა ანგარიში მოამზადა. დოკუმენტი პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ დაიწერა. მოსყიდვა, ზეწოლა და შავი ფული არჩევნებში - ეს არასრული ჩამონათვალია იმ პრობლემების, რომლის გადაჭრასაც ოპოზიცია მოითხოვს.
NDI- სადამკვირვებლო დელეგაცია შეხვევედრების შემდეგ მომზადებულ ანაგრიშს რეკომენდაციებთან ერთად ამ წუთებში მედიას აცნობს. შეხვედრა სასტუმრო "რედისონში" უკვე დაიწყო.
დელეგაცია ყურადღებას იმ გამოწვევებზე ამახვილებს, რომელიც საარჩევნო მიუკერძოებლობას და სამართლიანობას ეხება.
არის რიგი სერიოზული გამოწვევებისა საარჩევნო მიუკერძოებლობასთან და სამართლიანობასთან დაკავშირებით, რომელიც მისახედია. მათ შორის არის პოლარიზაცია, სიტყვიერი თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან. არის შიში, რომ შესაძლოა, არასათანადოდ იქნეს ადმინისტრაციული რესურსი გამოყენებული და ასევე არის გარკვეული კითხვის ნიშნები ახალ საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, - აღნიშნა დელეგაციის წარმომადგენელმა.