სუსი, შსს, პროკურატურა, თავდაცვის სამინისტრო და მართლმსაჯულება - უწყებებში დასაქმებულებმა მხოლოდ 6 თვეში 163 მლნ-ის დანამატი მიიღეს

25.02.24 15:34
სუსი, შსს, პროკურატურა, თავდაცვის სამინისტრო და მართლმსაჯულება - უწყებებში დასაქმებულებმა მხოლოდ 6 თვეში 163 მლნ-ის დანამატი მიიღეს

ვის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და როგორ ინარჩუნებს ხელისუფლებას "ქართული ოცნება"? მოპოვებულია დოკუმენტი, საიდანაც ირკვევა, რომ საჯარო უწყებებში 2023 წლის მხოლოდ 6 თვეში 163 მლნ-ის დანამატია გაცემული. ყველაზე მეტი თანხა ძალოვან უწყებებში დასაქმებულებმა მიიღეს. ხელფასისი გარა დანამატი ჩაურიცხეს სასამართლოების თანამშრომლებსაც. 

ოპოზიცია ამბობს, რომ სწორედ შსს-სა და მართლმსაჯულების სისტემაში დასაქმებულების გულის მოგებაა ივანიშვილისთვის ძალაუფლების შენარჩუეების გარანტი.

დანამატების მიმღებ ორგანიზაციებს თუ ჩავხედავთ, ვნახავთ, რაზე დგას სისტემა ანუ ბიძინა ივანიშვილის ძრითადი საყრდდენი რა არის. დანამატების მიმღები ორგანიზაციები არის საკონსტიტუციო სასამართლო, უზენაესი სასამართლო, საერთო სასამართლოები, შსს, სუსი ანუ ამ ძალოვანმა უწყებებმა და სასამართლოებმა აიღეს ყველაზე მეტი დანამატები, რომელთა რაოდნეობა არის ხელფასის 32%-ზე მეტი, მაგრამ აი, მაგალითად, 0.2% აქვს აღებული განათლების სამინისტროს. ანუ აქ ძალიან მარტივად ჩანს, პრიორიტეტები რა არის ბიძინა ივანიშვილის, - ამბობს "ევროპული საქართელოს" წევრი ბესიკ დონაძე.