დაასრულეთ პოლარიზაცია და შეწყვიტეთ მტრული რიტორიკა - NDI "ოცნებას" რეკომენდაციებით მიმართავს
დაასრულეთ პოლარიზაცია, შეწყვიტეთ მტრული რიტორიკა და ძალადობა, პატივი ეცით გსხნავავებულ აზრს - NDI "ქართულ ოცნებას" რეკომენდაციებით მიმართავს. ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ორგანიზაცია კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება შსს-განაც. ძალოვან უწყებას გამჭვირვალობის მაღალ ხარისხთან ერთად მკაფიო პოზიციის დაფიქსირებასაც სთხოვენ, რა როლს შეასრულებს არჩევნების დღეს.
NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაცია პრობლემად ასახელებს ცესკოს დაკომპლექტების ახალ წესს. ამ ფუნქციას პრეზიდენტს ართმევენ და პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივა ხდება. გადამწყვეტი არჩევნების წინ კიდევ ერთი რეკომენდაცია ბარიერის დაწევას ეხება.
დელეგაციამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ სადამკვირვებლო მისია, რომელსაც საქართველოში გამოაგზავნიან, არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ წინასაარჩევნო პერიოდსაც გააკონტროლებს. მათი ტქმით, მოახლოებული არჩევნები ერთგვარი ტესტი იქნება.
შეგახსენებთ, რომ NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაციამ რამდენიმე კვრიის განმავლობაში შეხვედრები ოპოზიციასთან, სახელისუფლებო გუნდთან და მესამე სექტორთან გამართა. მთავარი გასნახილველი თემა მოახლეობული არცევნები ა მასთან დაკავშირებული რისკები იყო.