დანამატებში დახარჯული 163 მლნ მხოლოდ 6 თვეში - როგორ ინარჩუნებს იანიშვილის პარტია ხელისუფლებას?

25.02.24 20:11
დანამატებში დახარჯული 163 მლნ მხოლოდ 6 თვეში - როგორ ინარჩუნებს იანიშვილის პარტია ხელისუფლებას?

 

 

დანამატებში დახარჯული 163 მილიონი ლარი. სუსი, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები, პროკურატურა და სასამართლოები -  ეს ის საჯარო უწყებებია, სადაც ხელფასთან ერთად კოლოსალური რაოდენობის დანამატი დაარიგეს. დოკუმენეტში გაწერილი ციფრები აჩვენებს, როგორ ინარჩუნებს ხელისუფლებას ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი. ხალხიის ფულით დასაჩუქრებული საჯარო მოხელეები ბიძინა ივანიშვილის პარტიის სასარგებლოდ მუშაობენ და უკანონობაზე თვალს ხუჭავენ.

ეტაპზე დაუდგენელია, ხელფასთან ერთად ფინანსურიი ჯილდო მხოლოდ ხელმძღვანელმა პირებმა მიიღეს თუ რიგითმა თანამშრომლებმაც.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.