რას ყიდულობენ, რამდენად და ვისთან აფორმებენ ხელშეკრულებებს - მთავრობა შესყიდვების შესახებ დოკუმენტების გადამალვაშია მხილებული
განკარგულებების შემდეგ მთავრობა შესყიდვების შესახებ დოკუმენტების გადამალვაშია მხილებული. არავინ იცის, რას ყიდულობენ, რამდენს იხდიან და ვისთან აფორმებენ პირდაპირი წესით ხელშეკრულებებს. საუბარია წარმომადგენლობით ხარჯებზე, რომელიც ითვალისწინებს სასმელით, პროდუქტით მომარაგებას და სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებას.
არადა, მთავრობა ვალდებულია, გაასაჯაროვოს ყველაფერი. ჩნდება კითხვა, თუ დასამალი არაფერი აქვთ, რატომ მალავენ? შვიდი სარჩელი მთავრობის წინააღმდეგ სასამართლოში ერთი წელია შესულია, თუმცა ამ დრომდე ერთის განხილვაც კი არ დაუწყიათ.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.