დაწიეთ ბარიერი, შეწყვიტეთ პოლარიზაცია და ძალადობა - NDI წინასაარჩევნოდ "ოცნებას" შენიშვნების ნუსხას უგზავნის
დაწიეთ ხუთ პროცენტიანი ბარიერი, დაასრულეთ პოლარიზაცია, შეწყვიტეთ ძალადობა და პატივი ეცით განსხვავებულ აზრს - არჩევნებამდე რვა თვით ადრე ყველაზე გავლენიანი სადამკვირვებლო ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას რეკომენდაციების და შენიშვნების ნუსხას უგზავნის. NDI-ის კითხვები აქვს ახალი ტექნოლოგიებით არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებითაც.
ირაკლი კობახიძეს დღეს დამარცვლით უთხრეს, რომ მთავრობას შანსი აქვს დაამტკიცოს დემოკრატიული ფასეულობების მიმართ ერთგულება: უარი თქვას არჩევნების გაყაალბებაზე და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე.
მიმართვის ადრესატი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროც. ძალოვან უწყებას გამჭვირვალობის მაღალ ხარისხთან ერთად მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას სთხოვენ - რა როლს შეასრულებს არჩევნბის დღეს.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.