პრემიერის განცხადებით, ჩინეთთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება
ჩინეთთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ მოგზარაურობას 30 დღის განმავლობაში შეძლებენ.
პრემიერმა აღნიშული გადაწყვეტილების გამო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი საქართველოსა და ჩინეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირებს კიდევ უფრო გააღრმავებს.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე. საქართელოს მოქალაქეები შეძლებენ ჩიენთში უვიზოდ დაჰყონ 30 დღე ზედიზედ. ეს გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს გაუმარტივებს ჩინეთში მოგზაურობას და შექმნის ახალ შესაძლებლობებს საქართველოსა და ჩინეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების კიდევ უფრო მეტად გავითარების თვალსაზრისით. მინდა მივულოცო ჩვენს თანამოქალაქეებს და მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ჩინელ მეგობრებს ამ ძალიან მნიშნელოვანი გადაწყვეტილებისთვის, - თქვა კბახიძემ.