პრემიერის მტკიცებით, "ლიბერთი ბანკმა" მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოავლინა
საპროცენტო განაკავეთის შემცირების გადაწყვეტილებით, "ლიბერთი ბანკმა" მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოავლინა, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა განაცხადა. ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ პროცენტის რამდენიმე პუნქტით შემცირება, პენსიონერებისტვის შვების მომტანი იქნება.
გასული კვირის განმავლობაში ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს საქართველოს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ ხელმძღვანელებთან პენსიონერებისთვის საპენსიო განაკვეთის შემცირების თაობაზე. მე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო „ლიბერთი ბანკს“, რომელმაც გამოავლინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, გვესმის, რომ ბანკს აქვს პირველ რიგში, კომერციული ინტერესი, თუმცა ამასთან ერთად ბანკმა გამოავლინა ძალიან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც არსებულ საპროცენტო განაკვეთს შეამცირებს რამდენიმე პროცენტით, - თქვა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ "ლიბერთი ბანკის" წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში ალეკო ელისაშვილის პოლიტიკურმა ჯგუფმა შეიტანა. ოპოზიციურ პარტიაში თვლიან, რომ ბანკი სესხებს მიზანმიმურთულად ზრდის და პენსიონერების ხარჯზე მდიდრდება.