"უსამშობლოები" - კობახიძემ ოპოზიცია "ბოლშევიკებად" მოიხსენია

26.02.24 11:33
"უსამშობლოები" - კობახიძემ ოპოზიცია "ბოლშევიკებად" მოიხსენია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომა უკრაინაზე საუბრით დაიწყო და პარალელები საქართველოსთან გაავლო. ირაკლი კობახიძე, წინა პრემიერის მსგავსად, ისევ ამტკიცებდა, რომ ქვეყანაში მშვიდობის ენარჩუნება სწორედ მოქმედი ხელისუფლების დამსახურებაა. ამასთან, მთავრობის მეთაურმა ოპოზიცია, ფაქტობრივად, ბოლშევიკებს შეადარა და ისინი "უსამშობლოებად" მოიხსენია. 

ამ ორი წლის მანძილზე ჩენს გადავიტანეთ ერთგვარი ომმი. ეს იყო ომი რადიკალური ოპოზიციის და მისი მეგობრების წინააღმდეგ ქვეყანაშ მშვიდობის შენარჩუნებისთვის. მადლობა ღმერთს, ამ ურთულეს ომში გაიმარჯვა სახელმწიფომ, გაიმარჯვა ხელისუფლებამ და ჩვენს ქვეყანას დღეს აქვს მშვიდობა, რომელიც ქმნის საფუძველს ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლისთვის.

25 თებერვალს აღინიშნა საბჭოთა ოკუპაციის დღე. ეს დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამდენად დიდია ქვეყნის დამოუკიდებლობის ფასი და რამდენად დიდი ბედნიერებაა ის, რომ საქართელო დღეს არის დამოუკიდებელი და სუვრენული სახელმწიფო, რომელიც დღეს მყარად იცავს საკუთარ ეროვნულ ინტერესებს. 

საუკუნის წინ რუსულ არმიას საქართველოში შემოუძღვნენ ეთნიკურად ქართველი, მაგრამ უსამშობლო ადამიანები, ბოლშევიკები, რომელთათვისაც უცხო იყო სამშობლოს ცნება. ესყველაფერი შეგვახსენებს იმას, თუ რამდენად დიდი სიფრთხილე გვამრთებს ასეთი ადამიანების მიმართ, რომელთათვისაც ეროვნული თუ სხვაგვარი იდენტობის გარეშე ცხოვრება უმთავრეს პრინციპად არის ქცეული, - თქვა პრემიერმა.