რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის მშენებლობა წელს დაიწყება - პრემიერი

26.02.24 11:37
რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის მშენებლობა წელს დაიწყება - პრემიერი

რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის მშენებლობა წელს დაიწყება. ამის შესახე პრემიერ-მინისტრმა მთავორბის სხდომაზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ საავადმყოფოს ახალი შენობისთვის ალტერნატიული პროექტის მომზადება და რეორგანიზაცის შეწყვეტა საულეთესო გადაწყვეტილება იყო.

გუშინწინ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობისთვის ალტერნატიული პროექტის მომზადების შესახებ. საავადმყოფოს რეორგანიზაციის შეწყვეტის გადაწყვეტილება მივიღეთ. ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტა, რომელიც ერთის მხრივ მოგვცემს საავადმყოფოს ინფრასტრუქტურის სრულად განახლების შესაძლებლობას და მეორეს მხრივ უზრუნველყოფს საავადმყოფოს პერსონალის, კოლექტივის ლეგიტიმური ინტერესების სრულად დაცვას. მინდა ვთხოვო ჯანდაცვის მინისტრს, შეძლებისდაგვარად მოკლე დროში, წარმოადგინოს ახალი კონცეფცია, რომელიც საშუალებას მოგვცემს წელსვე დავიწყოთ ახალი შენობის მშენებლობა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.