"სწორი გზავნილები გააჟღერა" - ანა ნაცვლიშვილი ზურაბიშვილის განცხადებებზე

26.02.24 11:52
"სწორი გზავნილები გააჟღერა" - ანა ნაცვლიშვილი ზურაბიშვილის განცხადებებზე

სწორი გზავნილები, - ასე ააფსებს "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი პრეზიდენტის გუშნდელ განცხაებებს, რომელიც მან ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიება გააკეთა. ოპოზიციის წევრის თქმით, ზურაბიშვილმა სწორი აქცენტები დასვა და სწორედ ასე უნად ესაუბრებოდეს ქვეყნის მეტაური თანამოქალაქეებს გადამწყვეტი არჩევნების წინ.  

პრეზიდენტის მხრიდან ღია გზავნილი საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომ ეს გადამწყვეტი არჩევნებია და რომ ამ არჩევნებში თითოეული ადამიანის ხმას, მისვლას და არჩევანის გაკეთებას ექნება კრიტიკული მნიშნელობა ამ ქვეყნის მომავალისთვის, ამ ადამიანებისთვის და მათი ოჯახებისთვის, რა თქმა უნდა, ეს არის სწორი გზავნილი და ეს არის ის ენა, რომლითაც, ვფიქრობ, სახელმწიფოს მეთაური უნდა ესაუბრებოდეს მოქალაქეებს გადამწყვეტი არჩევნების წინ, - თქვა ანა ნაცვლიშილმა. 

ორბელიანის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება მოახლოებულ არჩევნებზე გაამახვილა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, აღნიშნული არჩევნები ქვეყნისთვსი ერთგვარი ტესტი იქნება, რომელიც ცხადყოფს, სად დგას საქართველო. ამასთან, პრეზიდენტმა  არჩევნებში რუსული ძალების ჩარევა არ გამორიცხა და საზოგადოებას მობილიზებისკენ მოუწოდა.