ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს ხელშეუხებლობის გარანტიას უქმნიან - რა ცვლილებები შედის კანონში
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს ხელშეუხებლობის გარანტიას უქმნიან - კაცი, ვინც "ოცნების" კორუფციული გარიგებები უნდა შეისწავლოს საკანონმდებლო დონეზე აძლევენ დაცვის უმაღლესს გარანტიას. ამას ითვალისწინებს მთავრობის მიერ მომზადებული დოკუმენტი. ცვლილება "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონში შედის, მაგრამ ეს მხოლოდ ფორმალური ცვლილებებია და კავშირი არ აქვს დანაშაულთან ბრძოლას.
ცვლილებების თანახმად, პარლამენტის თანხმობის გარეშე, მაგალითად, რაჟდენ კუპრაშვილის დაკავება ან სახლის, მანქანის და სამუშაო ადგილის ჩხრეკა შეუძლებელი იქნება. იხსნება კიდევ ერთი შეზღუდვა - თუ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი ნარკოტიკებს მოიხმარს ან თავს აარიდებს სავალდებულო ნარკოლოგიურ შემოწმებას - ეს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი აღარ იქნება.