"NDI-მ გადახედოს ევროპის სახელმწიფოების საარჩევნო კანონმდებლობას" - მაჭარაშვილი ფიქრობს, რომ საარჩევნო ბარიერმა არ უნდა დაიწიოს
NDI-ს რეკომენდაციის მიუხედავად, "ქართული ოცნება" საარჩევნო ბარიერის დაწევას არ გეგმავს. "ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ამტკიცებს, რომ სწორედ 5%იანი საარჩევნო ბარიერია ევროკავშირის წამყვან ქვეყნებშიც. ივანიშვილის დაჯგუფების წევრი მიიჩნევს, რომ პარლამენტში ბევრი პარტიის შესვლა არ ნიშნავს, რომ ეს საკანონმებლო ორგანოს მუშაობაზე დადებითად აისახება.
NDI-ს შევახსენოთ, რომ გადახედოს ევროპის სახელმწიფოების საარჩევნო კანონმდებლობას და იქ ნახავს, რომ უმრავლეს შემთხვევაში წამყვან ევროკავშირის სახელმწიფოებში არის 5%. დღევანდელ მოწვევაში არის 9 პოლიტიკური სუბიექტი, უფრო სწორად იყო, ზოგი მერე გავიდა და 14 პოლიტიკური პარტია. მაგრამ აქედან ჩვენ ვნახეთ, რომ ზოგი სპიკერეთში გარბოდა, ზოგი თავქუდმოგლეჯილი ქუჩაში გამოვვარდა, ზოგმა უარი თქვა პარლამენტში მუშაობაზე, ზოგი წივილ-კივილით და ჟრიამულით იყო იქ დაკავებული და ა.შ. ასე რომ, თავისთავად, გარანტირეულად, რომ ბევრი პარტია შევიდეს, არ ნიშნავს იმას, რომ კარგი იქნება, - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
NDI-ს სადამკვირბელო დელეგაციამ დადო დასკვნა, სადაც ქვეყანაში არჩევნებთან დაკავშირებით რიგ გამწვევებზე ისაუბრა. მათ ასევე გასცეს გარკვეული რეკომენდაციები, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ საარჩევნო ბარიერის დაწევა იყო.