მოუწევთ 5%-იანი ბარიერის პირობებში ბრძოლა - დავითულიანი ოპოზიციაზე
"ქართული ოცნება" საარჩევნო ბარიერის დაწევას არ განიხილავს. ბექა დავითულიანის თქმით, ახლა საარჩევნო ბარიერის დაწევაზე საუბარი უკვე გვიანია და ოპოზიციას ბრძლოლა 5% ბარიერის პირობებში მოუწევს.
როდესაც დავაყენეთ ეს საკითხი, რატომ არავინ გამოგვეხმაურა და არ მოისურვა ამაზე საუბარი? ახლა ძალიან გვიანია, უკვე წინასაარჩევნო პერიოდი დაიწყება მალე. იყო ჩვენი მხრიადნ შეთავაზება, იყო იქით მხრიდან დუმილი. შესაბამისად, ახლა მოუწევთ 5%-იანი ბარიერის პირობებში ბრძოლა. "ქართულ ოცნებას" არაფერს არ ეშინია, რეიტინგებს თუ ჩახედავთ, მიხვდებით, ვის ეშინია, - ამბობს ბექა დავითულიანი.
NDI-ს სადამკვირბელო დელეგაციამ დადო დასკვნა, სადაც ქვეყანაში არჩევნებთან დაკავშირებით რიგ გამწვევებზე ისაუბრა. მათ ასევე გასცეს გარკვეული რეკომენდაციები, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ საარჩევნო ბარიერის დაწევა იყო.