ხელისუფლებას მოუწევს, გარკვეული შეზღუდვები დაუწესოს საკუთარ არადემოკრატიულ მადას - ნაცვლიშვილი
"ლელოს" წევრს ანა ნაცვლიშვილს არ აქვს მოლოდინი, რომ "ოცნება" NDI-ს რეკომენდაციებს სრულფასოვნად შეასრულებს. ამასთან, ოპოზიციის წევრი ფიქრობს, რომ ხელისუფლებას საერტაშორისო ყურადღების ფონზე გარვეულ დათმობებზე წასვლა მიანც მოუწევს.
არ მაქვს მაღალი მოლოდინი, რომ ყველა რეკომენდაციას გაითვალისწინებენ, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ამ არჩევნების მიმართ ძალიან მაღალი იქნება საერთაშორისო ყურადღება, ხელისუფლებას მოუწევთ გარკვეული დათმობები და გარკვეული შეზღუდვები დაუწესოს საკუთარ არადემოკრატიულ მადას, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
NDI-ს სადამკვირბელო დელეგაციამ დადო დასკვნა, სადაც ქვეყანაში არჩევნებთან დაკავშირებით რიგ გამწვევებზე ისაუბრა. მათ ასევე გასცეს გარკვეული რეკომენდაციები, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ საარჩევნო ბარიერის დაწევა იყო.