ლუკაშენკო: მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან, ჩვენთან
"მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს, პირველ რიგში, რუსეთთან, ჩვენთან, ეკონომიკა უმჯობესდება," - ამ განცხადებას ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აკეთებს.
ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს "ნორმალური ურთიერთობები" აქვს რუსეთთან და ბელარუსთან.
ამერიკელებმა უკვე დაივიწყეს საქართველო. როგორც კი ქართველებმა დაიწყეს მოძრაობა იმ გაგებით, რომ ეს იყო მათი ქვეყანა, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული, დასავლეთმა მათზე ზეწოლა დაიწყო, მათ შორის და უპირველეს ყოვლისა, აშშ-მა. ჩვენ უნდა გამოვიტანოთ შესაბამისი დასკვნა. ისინი დასავლეთში არავის სჭირდება. ათასობით პრობლემაა", - თქვა ლუკაშენკომ.