ბორელი: "პუტინს და ტრამპს ჯერ არ მოუგიათ, მაგრამ მათ შეუძლიათ გაიმარჯვონ. ევროპამ უნდა გაიღვიძოს"
ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა კავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, გაზარდონ და დააჩქარონ უკრაინის დახმარება. ამის შესახებ El Pais წერს.
„დროა, ევროპა გამოფხიზლდეს და გაზარდოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ამ ომის შედეგი შესაძლოა, უახლოეს თვეებში გადაწყდეს, - თქვა ბორელმა.