"ოცნებას" ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნების გახსნა მოუწევს - NDI-ის სადამკვირვებლო მისიის რეკომენდაცია ცნობილია
"ქართულ ოცნებას" მოუწევს, უზრუნველყოს ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნების გახსნა - ეს ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ NDI-ის სადამკვირვებლო მისიისგან მიიღო.
2024-ის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ უბნების დამატება მმართველი პარტიის ინტერესებში არ შედის, რადგან უცხოეთის უბნებს ოპოზიცია იგებს. ასე მოხდა ბოლო არჩევნებზეც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 37 ქვეყანაში მხოლოდ 50 უბანი იყო გახსნილი. არადა, 2020 წლის შემდეგ საგრძნობლადაა გაზრდილი ქვეყნიდან წასული მოქალაქეების რიცხვი. ახლა კი ოცნებას პირდაპირ უთხრეს მისცეს ადამიანებს უფლება, მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში.
ეს რეკომენდაცია პირდაპირ ეხება უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სხვადასხვა ტექნიკური მიზეზების გამო ვერ ახერხებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა იქირაოს ფართები იმ ქალაქებში, სადაც არის მაღალი კონცენტრაცია საქართველოს მოქალაქეების, შემდეგ აქ უბნებს გახსნის ცესკო, ამას არც განსაკუთრებული ძალისხმევა და ფინანსები. ეს როგორც ჩანს, გაარკვია NDI-ის სადამკვირვებლო მისიამ და გასცა ეს რეკომენდაცია," - ამბობს ზურა ჯაფარიძე.