სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო, მას არც სიტყვით მიმართვის უფლება არ მისცეს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 7 ნოემბრის საქმეზე გადაიდო. მიზეზი საქმეში ფიგურანტი ერთ-ერთი პირის ადვოკატის სხდომაზე არ მისვლა გახდა. როგორც სასამართლოში განმარტეს, სახაზინო ადვოკატის პროცესზე არ მისვლის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა მოსამართლეს მიმართა, რომ მესამე პრეზიდენტს სიტყვით მიმართვის შესაძლებლობა მისცემოდა, რაზეც სასამართლომ უარი განაცხადა.
შემდეგი პროცესი 11 მარტს 11:30 საათზე გაიმართება.