"ქვეყანაში ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული ნარატივი მძლავრობს" - ივანიშვილის ყოფილმა ადვოკატმა "ოცნებას" ცეცხლი გაუხსნა

26.02.24 13:12
"ქვეყანაში ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული ნარატივი მძლავრობს" - ივანიშვილის ყოფილმა ადვოკატმა "ოცნებას" ცეცხლი გაუხსნა

ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა ადვოკატმა "ქართულ ოცნებას" ცეცხლი გაუხსნა. კაცი, რომელმაც ოლიგარქზე ბევრი რამ იცის და ივანიშვილის ჭარბი ნდობით სარგებლობდა, აცხადებს, რომ "ოცნების" წევრები ანტისახელმწიფოებრივ და ანტიეროვნულ პლატფორმაზე დგანან. ვიქტორ ყიფიანი ღიად ამბობს, რომ "მეოცნებეების" რიტორიკა პრობლემებს არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთაც ქმნის.

"პირველებთან" ინტერვიუში ივანიშვილის ყოფილმა ადვოკატმა ამ პრობლემის მოგვარების გზაც დაასახელა და კონსოლიდირებული ბრძოლის აუცილებლობაზე ისაუბრა.

ალბათ, ყველა ჩვენგანმა ამოიკიღხა ის, რაც უნდა ამოეკითხა. ამოიკითხეს ბანალური ჭეშმარიტება, რომ ეს არის პრინციპული არჩევნები. ეს არ არის არჩევნები მხოლოდ პარლამენტი ფორმირების მიზნით, ეს არის არჩევნები, რომელმაც ძირეულად უნდა განაპირობოს, რამენადაც ვიცი, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა. განსაკუთღებით თუ ჩვენ გავითვალისწინებთ თუ რაოდენ წინააღმდეგობრივია ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები, რაოდენ რთულია საერთაშორისო გარემო, ამ არჩევნებსმ უდავოდ, იმაზე მეტი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე ჩვეულებრივად არჩევნებს შეიძლება მიენიჭოს. ანტისახელმწიფოებრივი ნარატივი და ანტიეროვნული ნარატივი ქვეყანაში საკმაოდ მძლავრობს, საკმაოდ მატულობს და რა თქმა უნდა, მის აღკვეთას სჭირდება უფრო მეტი კონსოლიდირება და ძალისხმევა. მე ვერ ვიტყვი, რომ ეს არის "ქართული ოცნების" გააზრებული ერთიანი პოლიტიკა, მაგრამ ის, რომ ცალკეულ წარმომადგენელთა განცხადებები ხშირად იწვევენ დაბნეულობას როგორც ქვეყნის შგნით, ასევე ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობებში, რა თქმა უნდა, ამ მხრივ თავის მოტყუება არ ღირს. ეს არის არჩევანი სიჯანსაღესა და მანკიერებას შორის, - თქვა ვიქტორ ყიფიანმა.