"ოცნება" NDI-ს რეკომენდაციების გათვალისწინების აუცილებლობას ვერ ხედავს
"ქართული ოცნება" არჩევნებთან დაკავშირებით NDI-ს რეკომენდაციების გათვალისწინებას არ აპირებს. მმართველი პარტია ვერც საარჩევნო ბარიერის დაწევის აუცილებლობას ხედავს და ვერც იმას ხვდება, რატომ არის ცესკოში ერთადერთი ოპოზიციური თანამდებობის გაუქმება პრობლემა.
დღეს შალვა პაპუაშვილმა აღიარა, რომ ამდენი წლის შემდეგ ეძებენ 19 აპრილის შეთანხმებაში ჩაწერილი ტექსტის ავტორს, რომლის მიხედვითაც ცესკოში გიორგი სიორიძის თანამდებობა უნდა შექმნილიყო. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ჩანაწერი მათ, უბრალოდ, მაგიდაზე დაუდეს და იძულებული გახდნენ, ხელი ისე მოწერათ, რომ საკითხზე ვერც კი იმსჯელეს.
ბრმად მიდის მითითება ვენეციის კომისიის დასკვნაზე. ეს არის ის მანკიერი წრე, რომელიც, სამწუხაროდ, ვენეციის კომისიის დასკვნის, ამ დოკუმენტის გამო შეიქმნა, სადაც ვენეციის კომისია მიუთითებს 19 აპრილის ინიციატორებზე, ამ შემთხვევაში, ვთქვათ, ევროკავშირზე, ევროკავშირი მიუთითებს ვენეციის კომისიაზე, შემდეგ NDI მიუთითებს ვენეციის კომისიაზე და როდესაც ჩავდივართ და ვკითხულობთ, კი მაგრამ, ვისი იდეა იყო საერთოდ და რა არგუმენტი აქვს, ამის ავტორს ვერ ვპოულობთ. ჩვენ ვსვამთ ერთადერთ კითხვას, რა მიზანი აქვს ამ ყველაფერს, ამ მიზანს ვერავინ გვიხსნის საერთოდ.
19 აპრილის შეთანხმების წინა პერიოდში ეს მედიატორმა დადო მაშინ ფირცელზე დაწერილი. ეს არ ყოფილა იდეა, რომელიც წარმოიშვა ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის დიალოგის ფორმატში. ეს არ ყოფილა ჩვენი იდეა, - ამბობს შალვა პაპუაშვილი.
NDI-ს სადამკვირბელო დელეგაციამ დადო დასკვნა, სადაც ქვეყანაში არჩევნებთან დაკავშირებით რიგ გამწვევებზე ისაუბრა. მათ ასევე გასცეს გარკვეული რეკომენდაციები, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ საარჩევნო ბარიერის დაწევა იყო.