"ბევრი რამ არ გვათქმევინოს" - მაჭარაშვილი პრეზიდენტს ემუქრება
"ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი საქართველოს პრეზიდენტს ემუქრება. "ოცნების" დანაყოფის წევრი სალომე ზურაბიშვილის ბოლო დროინდელი განცხადებებით უკმაყოფილოა და მას პრაქტიკულად, ბრალს რუსული საქმის კეთებაში სდებს. ბევრი რამე არ გვათქმევინოს - ამბობს მაჭარაშვილი.
პრეზიდენტს მოუნდა პოლიტიკოსობა. გამოდის და აკეთებს განცხადებებს როგორც პოლიტიკოსი. რატომ? იმიტომ, რომ მას, როგორც პრეზიდენტს, აღარავინ აღიქვამს: არც მისი ამომრჩეველი, არც ოპოზიცია. მას თუ უნდა პოლიტიკოსობა, ეს მისი საქმეა. ის ამით კონსტიტუციასაც არღვევს, როცა პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, მაგრამ მისთვის, სამწუხაროდ, საქართველოს კონსტიტუცია არაფერს ნიშნავს და რუსულ საქმეს ვინც აკეთებდა, გადახედოს თავის პირად არქივს, ვისთან იყო და ვისი წარმომადგენელი სხვადასხვა წლებში... ბევრი რამე არ გვათქმევინოს, და მერე თქვას, ვინ არის რუსეთის წარმომადგენელი, - ამბობს მაჭარაშვილი.