"მინდა ვიცოცხლო" - ონკოპაციენტები კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ
"მინდა ვიცოცხლო" - ონკოპაციენტები ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ. მათ წერილი მთავრობს ადმინისტრაციას მოქალაქეებმა უკვე ჩააბარეს.
მძიმე სენით დაავადებულები მკურნალობის დაფინანსებას და 25 ათას ლარიანი ზღვარის მოხსნას ითხოვენ. ირკვევა, რომ ქვეყანაში ახლა ონკოპაციენტებისთვის განკუთვნილ მედიკამენტებზე დეფციტიცია.
ონკოპაციენტები პარლამენტთან აქციას 3 მარტს 15:00 საათზე აანონსებენ.
იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის თითოეული დღეც კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, დავიწყეთ პროტესტი - ვცდილობთ, ამ გზითაც გავაგონოთ ჩვენი ხმა ხელისუფლებას და შევიკრიბოთ პარლამენტთან და კიდევ ერთხელ გავაპროტესტოთ ჯანდაცვაში არსებული ხარვეზები და მოვითხოვოთ პრემიერთან პირდაპირი კომუნიკაცია. სამ მარტს სამ საათზე შევიკრიბებით პარლამენტთან,“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
მოვითხოვთ, რომ მკურნალობა იყოს ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი - მიეწოდებოდეთ მათ დროული, უწყვეტი მკურნალობა. არ იყოს შემოფარგლული 25 ათას ლარიანი ლიმიტით და არ ხდებოდეს ის წყვეტა და აღმოიფხვრეს ის ხარვეზები, რაც ახლანდელ სისტემას გააჩნია,“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.