ქალბატონ სალომეს იდენტობის კრიზისი აქვს - ბექა დავითულიანი

26.02.24 13:28
ქალბატონ სალომეს იდენტობის კრიზისი აქვს - ბექა დავითულიანი

"იდენტობის კრიზისი აქვს" - "ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილს ისევ თავს ესხმის. ბექა დავითულიანი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა უნდა და სწორედ ამიტომ მოუწოდა გუშინ საზოგადოებას ერთობლიობასა და მობილიზებისკენ. მისი თქმით, ზურაბიშვილმა კარგად იცის, რომ არჩევნებს "ოცნება" მოიგებს, ეს კი პრეზიენტს არ აწყობს. 

ქალბატონი სალომე ქართველი იყოს მართლა და მენტალობა ჰქონდეს ქართული, მეტი არაფერს დავეძებ. თვითონაც ვერ ჩამოყალიბდა, იდენტობის კრიზისი აქვს, რომ ჩამოყალიბდება, მერე გვითხრას. ქალბატონმა სალომემ იცის, რომ ამ არჩევნებში მოიგებს "ქართული ოცნება" და უნდა აპრიორი ხალხი გამოვიდეს იმისთვის, რომ მოაწყოს მიტინგი და არა მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, იმიტომ, რომ იმას, ვისაც ის ლობირებს ამ არჩევნებში, გამარჯვების შანსი არ აქვს, ამიტომ ის შეეცდება დესტაბილიზაციას და არჩევნების დისკრედიტაციას. არ გამოუვა!, - ამბობს ბექა დავითულიანი.