ქადაგიშვილი პრეზიდენტზე: ეგ რომ საზღვარგარეთ ცხოვრობდა, მე აქ რუსეთის წინააღმდეგ ვიბრძოდი

26.02.24 14:10
ქადაგიშვილი პრეზიდენტზე: ეგ რომ საზღვარგარეთ ცხოვრობდა, მე აქ რუსეთის წინააღმდეგ ვიბრძოდი

"ეგ რომ საზღვარგარეთ ცხოვრობდა, მე აქ რუსეთის წინააღმდეგ ვიბრძოდი", - ამ განცხადებას "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი აკეთებს და სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს.

ქადაგიშვილი ეხმაურება პრეზიდენტის განცხადებას, რუსეთის მხრიდან არჩევნებში შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით.

ის უკვე რამდენიმეჯერ აკეთებს განცხადებას არჩევნების დისკრედიტაციის მიმართულებით და დაკონკრეტდეს. ის, რომ რუსეთი საქართველოში შემოიჭრა 1921 წლის 15 თებერვალს კარგად ვიცით და მის შემდეგ ისტორიაც კარგად ვიცით. ეგ რომ საზღვარგარეთ ცხოვრობდა, მე აქ რუსეთის წინააღმდეგ ვიბრძოდი და ეგეც კარგად ვიცი, ამიტომ ცოტა მეტი კონკრეტიკა მისგან და ნაკლების პროვოკატორობა," - თქვა ქადაგიშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები