დიდი ყურადღება და ენერგია დაეთმობა არჩევნებს - ჰერჩინსკი
"დიდი ყურადღება და ენერგია დაეთმობა არჩევნებს. ჩვენ გვინდა ვნახოთ, რომ ამის პარალელურად რეფორმების შესრულება გაგრძელდება," - ამ განცხადებას ევროკავშირის ელჩი ჰაველ ჰერჩინსკი აკეთებს.
ელჩის თქმით, ევროკავშირი რომელიმე პარტიის მხარეს არ არის, არამედ არჩევნების თავისუფალ და სამართლიან რეჟიმში ჩატარებას ემხრობა.
ევროკავშირი საქართველოში არცერთ პოლიტიკურ პარტიას მხარს არ უჭერს, მაგრამ რასაც მკაფიოდ ვუჭერთ მხარს ეს არის თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები და საარჩევნო პროცესი რათა ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდეს შესაძლებლობა წარმოადგინოს მათი საარჩევნო პროგრამა, იბრძოლონ ხმებისთვის რათა მომავალ პარლამენტში ბევრი განსხვავებული აზრი იყოს წარმოდგენილი. საგზაო რუკა არის ძალიან მკაფიო, არის მხოლოდ ერთი გვერდი და ძალიან მარტივი წასაკითხია. პროცესი არის მიმდინარე, მაგრამ საქართველოში ველოდებით არჩევნებს, დიდი ყურადღება და ენერგია დაეთმობა არჩევნებს. ჩვენ გვინდა ვნახოთ, რომ ამის პარალელურად რეფორმების შესრულება გაგრძელდება," - ამბობს ჰერჩინსკი.
ელჩის თქმით, მნიშვნელოვანია დეზინფორმაციასთან ბრძოლა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა რამდენიმე თვეში ქვეყანაში არჩევნებია.
დეზინფორმაციიის წინააღმდეგ ბრძოლა ეს არის რეკომენდაციების პირველი პუნქტი, განსაკუთებით როდესაც დეზინფორმაციის სამიზნე არის ევროკავშური. ამ კუთხით მცირე გაუმჯობესებას ვხედავთ, მას შემდეგ რაც საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი. განსაკუთრებით წელს როდესაც არჩევნებია საქართველოში და ევროკავშირში, რა თქმა უნდა დეზინფორმაცია ევროკავშირის წინააღმდეგ მოსალოდნელია და გაიზრდება. გვინდა რომ ვიმუშაოთ ყველასთან რათა უკან დავახევინოთ დეზინფორმაციას და საქართველოს მოქალაქეებმა კარგად გაიგონ რას ნიშნავს ევროკავშირი და ევროკაშვირის წევრობა," - განაცხადა ელჩმა.