როგორ უნდა შესრულდეს EU-ს 9 დათქმა - "გამარჯვების კოალიცია" პრეზიდენტს ხვდება
ყურადღების ცენტრში ამ წუთებში ათონელის რეზიდენციაა. პრეზიდენტთან კონსულტაციების მორიგი რაუნდი იწყება. სალომე ზურაბიშვილი ახლა "ნაციონალური მოძრაობის" და "სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერებს' ელოდება. წინასწარი ინფრომაციით, განხილვის მთავარი თემა ევროკომისიის დათქმები, ამ ხელისუფლების ვალდებულება და ამ პროცესში ოპოზიციის როლი იქნება.
თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ აქვთ კონკრეტული გეგმები და ხედვები, როგორ უნდა შესრულდს ევრკომისიის 9 რეკომენდაცია. მისი თქმით, ხელისუფლების შეცვლიშ შემთხვევაში ყველა დათქმა 10 დღეში შესრულდება. ბოკუჩავა ასევე ამბობს, რომ პრეზიდენტთან საუბრისას სააკაშვილის საკითსაც შეეხება.
ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის ცხრა დათქმის შესრულება და ჩვენ ეს შეგვიძლია გავაკეთოთ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ზუსტად ას დღეში, გვაქვს კონკრეტული ხედვა ყველა მიმართულებით, იქნება ეს ანტიკორუფციული ბიურო თუ სასამართლო რეფორმა, რომელსაც, რა თქმა უნდა, გავაცნობთ პრეზიდენტს. არსებობს კონსენსუსი ქვეყნის შიგნით, ისევე როგორც ქვეყნის გარეთ, რომ ივანიშვილის პარტია ამ დათქმებს არ შეასრულებს და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვა პოლიტიკურმა ძალებმა და, რა თქმა უნდა, „გამარჯვების კოალიციამ“ წარადგინოს კონკრეტული ხედვა საქართველოს მოქალაქეებისთვის და ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, შესრულდეს ეს დათქმები და საქართველო დაჩქარებული წესით გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, - თქვა ბოკუჩავამ.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიერმა გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
ივანიშვილის პარტია ყველაფერს აკეთებს, რომ ხელი შეუშალოს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. გასულ წელს ქართელმა ხალხმა დიდი ბრძოლის შედეგად მოიპოვა კანდიდატის სტატუსი, წესლ მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა გაიმარჯვოს არჩევნებში, რომ სწრაფად ევროკავშირში წავიდეთ და გავწევრიანდეთ. რაც შეხება მიხეილ სააკაშვილის საკითხს, ხაზგასმით ვამბობ, რომ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა და პლიტპატიმრეი ციხეში არის წარმოუდგენელი, - თქვა გიორგი ვაშაძემ.