აქცია სოფელ ქაქუთში - ადგილობრივები იმ საწარმოს გაყიდვას აპროტესტებენ, სადაც დასაქმებულები იყვნენ
პროტესტი სოფელ ქაქუთში - ადგილობრივები ეკონომიკის სამინისტროს მიერ სახელმწიფო ქონების გასხვისებას აპროტესტებენ. საქმე ეხება ძველ საწყობს, რომელიც დღემდე ადგილობრივების დასაქმების წყარო იყო, ეკონომიკის სამინისტრომ კი ქონება ისე გაყიდა, რომ მოსახლეობასთან არც კი შეუთანხმებია.
ცნობილია, რომ ფართის მესაკუთრემ შენობა აჭარის ეკონოიმისკის მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძის ბიძაშვილს მისცა. "პირველები" ფართის მფლობელისთვის კითხვის დასმას შეეცადა, თუმცა მან განმარტებეების გაკეთება არ ისურვა.
ადგილობრივების მტკიცებით, ახლა მათ უმუშევარად დარჩენა და შიმშილი ემუქრებთ.
ამდენი ხნის განმავლობაში ამას ერთი ცალი "ჟესტი" არ ჩამოვარდნია, აზრად არ მოსვლია არავის, რომ ეს გაენადგურებინა. ჯაბა ფუტკარაძემ მის ბიძაშვილს რომ გადასცა ეს შენობა, ეს არის ასპროცენტიანი, - ამბობს ადგილობრივი.
ადგილობრივები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. ისინი ეკონომიკის სამინისტროს და ჯაბა ფუტკარაძეს მოთხოვნის შესარულებლად 10 ღიან ვადას აძლევენ.