"ხალხის ნაკადი არ წყდება, მოდიან და ითხოვენ სააკაშვილის გათავისუფლებას" - სოფო ჯაფარიძე

26.02.24 15:11
"ხალხის ნაკადი არ წყდება, მოდიან და ითხოვენ სააკაშვილის გათავისუფლებას" - სოფო ჯაფარიძე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ენმ ხელმოწერებს ამჯერად სამტრედიაში აგროვებს. მესამე პრეზიდენტის პრიადი წარმოამდგელის სოფო ჯაფარიძის თქმით, ისევე, როგორც სხვა ქალაქებშიც, აქაც ხალხის ნაკადი არ წყდება.

ენმ-ს წერი ხაზს უსვამს, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება ქვეყნის დასავლურ რელსებზე დაყენების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. 

ახლა ვიმყოფებით სამტრედიაში, წარმოუდგენელია, რაც ყველგან ხდება. დილიდან მსვლელობა არ ჩერდება ხალხის, მოდიან და ითხოვენ სალომე ზურაბიშვილისგან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მიხეილ სააკაშვილის. ითხოვენ იმას, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ისტორია, გადავარჩინოთ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე და რაც შეიძლება  სწრაფად ჩვენი ქვეყანა დავაყენოთ დასავლურ რელსებზე, რადგან, სხვა შემთხვევაში, ეს ფიზიკურად შეუძლებელია. ასეთი მდგომარეობა არის მთელი საქართველოს მასშტაბით, ყოველდღიურად ჩავდივართ სხვადასხვა ქალაქებში და ასეთი დაუსრულებელი მსვლელობა არის ხალხის. რიგები დგას, მოდიან და ასე ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, -  განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები