სასამართლო რეფორმა და ვეტინგი 9 დათქმის მნიშვნელოვანი ნაწილია - ჰერჩინსკი
ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ ქვეყანაში ვეტინგის სისტემის დანერგვა 9 დათქმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. საქმე ეხება მოსამართლეების კეთილსინდისიერების გადამოწმებას, რომელიც ოპოზიციის მტკიცებით, ხელისუფლებას არ აწყობს.
დიპლომატი ამბობს, რომ დათქმების შერულებასთან დაკავშირებით საქართველოს მტავრობასთან ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს და იმედს გამოთქვამს, რომ მხარეები შეტანხმებას მიაღწევენ.
რაც შეეხება სასამართლო რეფორმას და ვეტინგს, ეს არის ერთ-ერთი ელემენტი, რომელიც მოხდა საქართველოს გაფართოების ანგარიშში. საქართველოს ხელისუფლების წარმოამდგენლებთან დისკუსია, რას ნიშნავს, ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს. გულწრფელად მაქვს იმედი, რომ ევროკომისიის წარმომადგენლები საქართველოში მოკავშირეებთან ერთად შეთანხმდებიან იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს. ეს იქნება შეფასებული გაფართოების შემდეგ ანგარიშში, რომელიც ამ წლის ოქტომბერში გამოქვეყნება. ძალიან ინტენსიური კონსულტაცია მიმდინარეობს მხარეებს შორის 9 ნაბიჯის შესრულებასთან დაკავშირებით, მათ შორის, ვეტინგთან დაკავშირებითაც, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.