"ოცნება" საარჩევნოდ ბარიერის დაწევაზე უარს ამბობს - ოპოზიცია ხმების მოპარვის მცდელობაზე ალაპარაკდა
"ქართული ოცნება" მცირე პარტიების ხმების მოპარვას აპირებს - ეს შთაბეჭდილება ოპოზიციას ხელისუფლების გაჯიუტების გამო რჩება. "ოცნება" კატეგორიულ უარს ამბობს დაწიოს ბარიერი.
ეს ოპოზიციას ეჭვებს უჩენს, რომ რომელი პარტიაც ხუთ პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავს, იმ ხმებს ივანიშვილის პოლიტიკური გაერთიანება წაიღებს.
დეპუტატი თეონა აქუბარდია იმ წინაპირობებზე საუბრობს, რომელიც მმართველმა ძალამ ოპოზიციის საწინააღმდეგოდ შექმნა, რის გამოც ოპოზიციური პარტიები რთული მოცემულობის წინაშე აღმოჩნდნენ.
ის პარტიები, რომლებიც ამ ბარიერს ვერ გადალახავენ, არათუ პარლამენტს მიღმა რჩებიან, არამედ მათთვის მიცემული ხმები ნაწილდება მთავარ და მეორე პარტიაზე, რაც არის შესაძლებლობა ამ შემთხვევაში ქართული ოცნებისთვის, რომ მათ შორის ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის ხმები მიითვალონ და მეორე, ამ მოცემულობაში, როდესაც ბლოკები არის აკრძალული და იმ მოცემულობაში აგდებს ოპოზიციას, რომ თავის პარტიები დატოვონ, თუ სხვა პოლიტიკური პარტიის სიით გადიან. ეს არის ხელოვნური ბარიერები, თავის დაფინანსების სქემასთან ერთად, რომელიც ქმნის იმ ფონს, რომ ოპოზიციას არ ჰქონდეს სასტარტო პირობები გამარჯვების კარგი,“ - ამბობს აქუბარდია.
საარჩევნო ბაერიერის არ დაწევა და გადაუნაწილებელი მანდატების დიდი რაოდენობა რომ "ოცნებას" აწყობს, ამაზე საუბრობს ელისაშვილი. როგორც დეპუტატი ამბობს, ამ გზით მმართველი პარტია თავის თავს აზღვევს.
საკუთარ ჯიბის და საკუთარი პოლიტიკურ და პარტიულ ინტერესს არგებს ქვეყნის ინტერესს, ეს არის ცუდი, პირიქით უნდა იყოს. ეს გაუნაწილებელი ხმები ძირითადად წავა ქართული ოცნების ყულაბაში. ქართული ოცნება არ წევს ბარიერს დაბლა, იმიტომ რომ ეს აწობს, იმიტომ, რომ მას უნდა, ერთი, რომ მიიღოს მაღალი პროცენტები და მერე ის დარჩენილი მანდატები წაიღოს. საკუთარ თავს აზღვევს,“ - ამბობს ალეკო ელისაშვილი.
გამოსავალს პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატი მიხეილ დაუშვილი ბაერიერის არა დაწევაში, არამედ გაზრდაში ხედავს.
ჩვენ ბარიერის აწევას ვემხრობით და პირდაპირ მოვუწოდებთ, რომ ბარიერი აწიონ, ამას ვემხრობით და მოვუწოდებთ, რომ ბარიერი აწიონ. რაში სჭირდებათ - ოცნებას შეუძლია შექმნას კოლექტიური ოცნება პარლამენტში და ნაცმოძრაობას შეუძლია შექმნას კოლექტიური ნაცმოძრაობა პარლამენტში დაბალი ბარიერის პირობებში, ამიტომ მოვუწოდეთ, რომ აწიეთ ბარიერი,“ - ამბობს მიხეილ დაუშვილი.
წინასაარჩევნო პრობლემებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა დღეს ყოფილმა სახალხო დამცველმა. ლომჯარიამ პატარა პარტიებს გამსხვილება და საერთო პრემიერობის კანდიდატის წარდგენა ურჩია.