"ოცნებას" ვეტინგის სისტემის დანერგვის ეშინია, რადგან მოსამართლეები ამ ტესტს ვერ გაივლიან - ნაზი ჯანეზაშვილი

26.02.24 15:52
"ოცნებას" ვეტინგის სისტემის დანერგვის ეშინია, რადგან მოსამართლეები ამ ტესტს ვერ გაივლიან - ნაზი ჯანეზაშვილი

რატომ არ სურს "ქართულ ოცნებას" ვეტინგის სისტემის დანერგვა? - მესამე სექტორში ამბობენ, რომ ხელისუფლება სასამართლო კლანზეა გადაფარებული და იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში აღნიშნული სისტემა დაინერგება, მოსამართლეები ამ გამოცდას ვერ ჩააბარებენ. 

"ქართული ოცნება" მხარს უჭერს კლანს წლების განმავლობაში. მათი მხარადჭერის შეეგია ის, რაც ჩვენ მივიღეთ დღეს მართლსამჯულებაში. მათი პოლიტიკის შედეგია ის, რომ ისინი კეთილსინდისიების კრიტერიუმს, საბჭოს წევრები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და მაღალი თანამდებობის პირები აკმაყოფილებენ თუ არა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. და როდესაც ეს ხდება ეჭვის საგანი, რა თქმა უნდა, ხელისუფლება არის ვალდებული, რომ ამაზე იმსჯელოს და გამოსავალი იპოვოს. მე ვფიქრობ, რომ ეს მექანიზმი არის გამოსავალი საქართველოში, ვინაიდან თუ ჩვენ გვინდა, რომ სასამართლო სისტემაში არ არსებობდეს კლანური მმართველობა, უნდა დავიწყოთ მსჯლეობა ამ მექანიზმის შექმნაზე. და მტავარი: "ქართულ ოცნებას"  ეშინია, რომ ისინი ამ ტესტს ვერ გაივლიან და ამ ფორმით აფარებს, ხელს, - ამბობს "სასამართლო გუშაგის" ხელმღვანელი ნაზი ჯანეზაშვილი. 

მსგავსი სიახლეები