რადიკალებმა თბილისი პრაიდის მონაწილეებს და პოლიციელებს, ქვები, ბოთლები და კვერცხები ესროლეს
დაპირისპირება „თბილისი პრაიდის“ კვირეულის პირველ ღონისძიებაზე - პრაიდის მოწინააღმდეგეებმა ღონისძიების მონაწილეებს და პოლიციელებს ქვები, კვერცხები და ბოთლები ესროლეს. ჰომოფობებმა კვერცხები დაუშინეს ჟურნალისტებსაც.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. დაკავებულია კონტრაქციის რამდენიმე მონაწილე.