შეიწყალებს თუ არა მეხუთე პრეზიდენტი მესამეს? - რა თქვეს ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ "გამარჯვების კოალიციის" წევრებმა
შეიწყალებს თუ არა მეხუთე პრეზიდენტი მესამეს? - თინა ბოკუჩავამ და გიორგი ავშაძემ ათონელის სასახლე ისე დატოვეს, რომ ჟურნალისტების ამ კითხვას კონკრეტული პასუხი არ გასცეს. მათ თქვეს, რომ ქვეყნის მეთაურს სააკაშვილის საკითხზე ესაუბრნენ, თუმცა სალომე ზურაბიშვილის პოზიციაზე ვერ ისაუბრებენ. გიორგი ვაშაძემ გამოთქვა იმედი, რომ პრეზიდენტო 9 დათქმის შესასრულებლად ყველაფერს გააკეთებს.
ცნობილი გახდა ისიც, რომ "გამარჯვებისკოალციის" ლიდეერბს პრეზიდენტმა ერთკვირიანი ვადა მისცა იმისთვის, რომ მათ დათმების შესრულების გეგმა წარმოადგინონ.
საინტერესო და კარგი შეხვედრა იყო. საქართველოს ეკონომიკური გაძლიერებისთვის ევროკავშირში გაწევრიანება დაცქრებული წესით არის აუცილებელი. ჩვენ ერთი კვირის ვადაში ჩვენს ვერსიას "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად "სტრატეგია აღმაშენებელი" წარვუდგენთ პრეზიდენტს თუ როგორ ვხედავთ 9 პუნქტის შესრულებას. პრეზიდენტის ინიციატივა ხელს უწყობს, რომ ფაქრთო სპექტრი, სამოქალაქო სექტორი იქნება, პოლიტიკური პარტიები თუ ა.შ. იყოს შეთანხმებული, რას ვაკეთებთ პირველივე დღიდან ევროპული ინტეგრაციის გზაზე, - თქვა გიორგი ვაშაძემ.
ენმ-ს წევრმა თინა ბოკუჩავამ კი თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხი მათთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რადგან მესამე პრეზიდენტის პატიმრობიდანგათავსუფლება ქვეყნის ევროინტეგრაციის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
რა თქმა უნდა, სწორედ ქვეყნის ევროპული მომავლის და ევროპული დღის წესრიგის ფარგლებში ჩვენ ვისაუბრეთ პრეზიდენტი სააკაშვილის თავისუფლებაზე. ჩვენი მხრიდან ეს საკითხი არის ძალიან პრინციპული. ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის საკითხი და არა მხოლოდ პიროვნული საკითხი ან პარტიული. ამიტომ, რა თქმა უნად, ამ შეხვედრაზე ვსიაუბრეთ პრეზიდენტის სააკაშვილის თავისუფლებაზე, მაგრამ მე არ მივცემ ჩემს თავს უფლებას, რომ პრეზიდენტის ნაცვლად გავაკეთო განმარტებები, მის განწყობაზე ან ჩვენი დისკუსიის უშუალო დეტალებზე, - ამბობს თინა ბოკუჩავა.