"ჯადოსნური ჯოხი არავის აქვს" - რას აკეთებს შსს ნარკოტიკების უკონტროლო რეალიზების შესაჩერებლად?
რას აკეთებს უწყება ნარკოტიკების უკონტროლო რეალიზაციის შესაჩერებლად? - "პირველების" კითხვაზე შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ "ჯადოსნური ჯოხი არავის აქვს".
დარახველიძის თქმით, საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ გამოწვევის წინაშე დგას და რომ მოგვარებას "რთული" და "კომპლექსური" მუშაობა სჭირდება.
ეს არის საკმაოდ კომპლექსური და რთული სამუშაო - ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ყველა ქვეყანაში დგას მსგავსი პრობლემა, ყველა ქვეყანა ებრძვის, მაგრამ ჯადოსნური ჯოხი არავის აქვს, ერთიანად ვერ აღმოიფხვრება, ამას სჭირდება მუდმივი მუშაობა," - განაცხადა დარახველიძემ.