დადგინდება, რომ "თაღლითობას" ადგილი არასდროს ჰქონია - ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატი

26.02.24 17:29
დადგინდება, რომ "თაღლითობას" ადგილი არასდროს ჰქონია - ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატი

ხაზარძე-ჯაფარიძის ადვოკატი იმ პროცედურებზეც საუბრობს, რომელიც მათ საქმეზე სტრასბურგის სასმართლომ უნდა აწარმოოს. ზვიად კორძაძე ამბობს, რომ ასეთი მოცულობის საქმეზე განხილვის მოკლე ვადაში დაწყება იშვიათი მოვლენაა და იმედოვნებს, რომ ვერდიქტიც ასეთივე სამართლიანი იქნება. ინტერესების დამცველის თქმით, მალე დასატურდება, რომ "ლელოს" ლიერების წინააღმდეგ ადგილი ცრუ ბრალდებებს ჰქონდა. 

უკვე განხილვა დაიწყო, მიენიჭა პრიორიტეტი და საქართველოს მთავრობას დაესვა შესაბამისი კითხვები, რომელზეც ის პროცედურულად სასამართლოს მიერ გასაზღვრულ დროში და ვადაში ვალდებულია, გასცეს პასუხი. ეს ნიშნავს იმას, რომ საქმის განხილვა დაიწყო, რაც ასეთ მოკლე დროში და ასეთ მოცეულობის საქმეზე საკმაოდ იშვიათი მოვლენაა და ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ შემდეგი გაგრძელებაც ამ საქმის ზუსტად ასეთი სამართლიანი იქნება და იმას, რასაც ვამტკიცებდით მთელი ამ წლების განმავლობაში, რომ აქ არავითარ დანაშაულს არასდროს ადგილი არ ჰქონია, მათ შორის მოგონილ თაღლითობას და მათ შორის, თაღლითობა გადაფარული ხანდაზმულობით მოეყვანა სასამართლო, ესეც დადგინდება, რომ არაფერ შუაში არ იყო, - ამბობს ზვიად კორძაძე. 

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე განხილვაშ მიიღო სა მას პრიორიტეტი მიანიჭა.  

მსგავსი სიახლეები