"ოცნება" ამტკიცებს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე სტრასბურგშიც მარცხისთვის არიან განწირულები

26.02.24 17:41
"ოცნება" ამტკიცებს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე სტრასბურგშიც მარცხისთვის არიან განწირულები

"ქართული ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სტრასბურგშიც მარცხისთვის არიან განწირულები. მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლო "ლელოს" ლიდერების თაღლითობას ვერ უარყოფს, თუმცა შესაძლოა, იმსჯელოს, დაირღვა თუ არა ბრალედბულების სასამართლო უფლება. 

ჩემს პატარ შვილს, რომელიც 7 წლის არის, ვერაფრით დავაჯერებ ამ ვერსიას, რომ მამუკა ხაზარაძემ 18 მლნ-მდე თანხა ისე ისესხა თავის მეგობრისგან და იმათ არც კი გაუმხილა წლების განმავლობაში, რომ მისი ბანკიდან ჰქონდა გამოტანილი და ეს არ იყო თაღლითობა საბოლოო ჯამში და ეს ფული მერე გაქრა ჰაერში სადღაც ობშორში, ასეთი ვერსიის პატრონი მე სტრაბუსრგის სასამართლოში საერთოდ არ წავიდოდი, თუმცა მას ახლა მისი უფლებები აქვს. თაღლითობაზე, ზოგადად, საერთოდ არ იმსჯელებს, დარწმუნებული ვარ, იქ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვა თუ არ დაირღვა, ამაზე იმსჯელებს და ვერ იტყვის სტრასბურგის სასამართლო, რომ თაღლითი არ არის. თუმცა იმ ნაწილშიც, რომელშიც უნდათ, რომ მათ მოიგონ და ეს თაღლითობა გააფარონ, ჩემი აზრით, იმ ნაწილშიც წააგებს, - ამბობს მამუკა მდინარაძე. 

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ორი ინსტანციის სასამართლომ დამნაშავედ ცნო, რის შემდაგაც უზენაესმა სასამართლომ აღნიშნული საქმე წარმოებაში აღარ მიიღო. საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა, რომელიც წარმოებაში მიიღეს და მას პრიორიტეტიც მიანიჭეს.

მსგავსი სიახლეები