სუს: 20 000 ლარის ქრთამის აღების ფაქტზე, წალენჯიხის მერიის 2 თანამშრომელი დავაკავეთ

26.02.24 17:58
სუს: 20 000 ლარის ქრთამის აღების ფაქტზე, წალენჯიხის მერიის 2 თანამშრომელი დავაკავეთ

20 000 ლარის ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორი თანამშრომელია დაკავებული. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში მდებარე 1550 კვ/მ მიწის ნაკვეთის აუქციონზე გამოტანის სანაცვლოდ, მათ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 20 000 ლარი.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 11 წლამდე", - წერია სუს-ის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები