მართლმსაჯულების რეფორმა და 9 დათქმა - პრეზიდენტი მესამე სექტორს ხვდება

26.02.24 18:05
მართლმსაჯულების რეფორმა და 9 დათქმა - პრეზიდენტი მესამე სექტორს ხვდება

ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ხვდებიან. "მართლმსაჯულების კოალიციის" გავლენიანი არასამთავრობო ორგაზნიაციის ლიდერები "პირველებთან" აცხადებენ, რომ ზურაბიშვილთან შეხვედრა მათი ინიციატივა იყო. მათივე თქმით, აუდიენციაზე მართლმსაჯულებაში არსებულ პრობლემებზე და მანკიერებებზე ისაუბრებენ. მესამე სექტორი გეგმავს, შეხვედრაზე 9 დათქმის შესრულების საკუთარი ხედვაც წარმოადგინონ. 

მართლმსაჯულების კოალციია ვხვდებით პრეზიდენტს და ბუნებრივია, საუბრის თემა არის სასამართლო საკითხები, მართლსამჯულებაში არსებული ვითარება, ასევე, ის სასამართლო რეფორმა, რომელიც 9 ნაბიჯის ერთ-ერთი საკითხია. შეხვედრა ჩვენი ინიციატივით დაორგანიზდა და ძალიან გვიხარია, რომ პრეზიდენტმა მოახერხა ცვენთან შეხვედრა. კოალიციას აქვს თავისი ხედვები, რა უნდა გაკეთდეს 9 ნაბიჯის ფარგლებში სასამართლო მიმართულებით. აქ არის საუბარი როგორც ინსტიტუციურ რეფორმაზე, ასევე, საუაბრია პეროსნალის რეფორმაზე ანუ ე.წ. კეთილსინდისიერების შემოწმებაზე და 2024 წელი მნიშვნელოვანი წელია იმ გაგებითაც, რომ პრეზიდენტი ნიშნავს ერთ არამოსამართლე წევრს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ამ საკითხზეც გვსურს რომ გავუზიაროთ ჩვენი ხედვა, - ამბობს გურამ იმნაძე. 

მსგავსი სიახლეები