"ოცნების" ლიდერს არ მოსწონს, რომ გერმანიის ელჩი ღონისძიებაზე ხაზარაძე-ჯაფარიძესთან ერთად გამოჩნდა

26.02.24 18:04
"ოცნების" ლიდერს არ მოსწონს, რომ გერმანიის ელჩი ღონისძიებაზე ხაზარაძე-ჯაფარიძესთან ერთად გამოჩნდა

აღმოჩნდება თუ არა "ქართული ოცნება" მორიგი დიპლომატიური სკანდალის ეპიცენტრში? - უმრავლესობის ლიდერს დღეს სამთავრობო მედიამ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ასურეთში ვიზიტის შესახებ დაუსვა კითხვა. 

ჟურნალისტი დაინტერესდა, როგორ შეაფასებდა მამუკა მდინარაძე ასურეთში გერმანიის ელჩის გამოჩენას. 

საუბარია,  თეთრიწყაროს სოფლისთვის ახალი სიცოცხლის მიცემის ინიციატივაზე, რომელიც "ასურეთი მეგობართა ჯგუფს" ეკუთვნის. 

ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, დიდ პატივისცემას დავაფიქსირებ ჩვენი საელჩოს წარმომადგენლების, პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების  მიმართ, თუმცა ამ შემთხვევაში აბსოლუტურად მიუღებელია, თუ ეს ასე მართლა მოხდა და პარტიულ ღონისძიებას დაესწრო  რომელიმე ჩვენი მეგობარი ქვეყნის  ელჩი, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, იმიტომ რომ ეს ნიშნავს ელჩის მონაწილეობას პარტიულ საქმიანობაში.

ვინც არ უნდა იყოს, რომელი პარტიაც არ უნდა იყოს, რომელი პოლიტიკური აქტივობაც არ უნდა იყოს. ელჩი ასეთ აქტივობას არ უნდა ესწრებოდეს. ეს ჩვენი გულწრფელი დამოკიდებულება, როგორც პატივისცემა, ისე კრიტიკა, უნდა მიიღოს ნებისმიერმა. არ შეიძლება ელჩი მონაწილეობდეს პარტიულ ღონისძიებაზე თუ ეს მართლა დაფიქსირდა"- განაცხადა მდინარაძემ. 

ასურეთის ახალი სიცოცხლე -  თეთრიწყაროს რაიონში მალე ისტორიული ხეივანი აღდგება. სოფელი, რომელიც გერმანელმა კოლონისტებმა ააშენეს, დიდ ისტორიას ინახავს, მაგრამ სიზველის გამო გერმანული არქიტექსტურის კვალი ნელ-ნელა ქრება. სახლებს რეაბილიტაცია სჭირდება. 

სოფლისთვის ახალი სიცოცხლის მიცემის ინიციატივა "ასურეთი მეგობართა ჯგუფს" ეკუთვნის. მამუკა ხაზარაძედა ბადრი ჯაფარიძე ადგილზე სწორედ ამ პროექტის ფარგლებში ჩავიდნენ. 

"პირველებმა" ასურეთში გერმანიის ელჩიც გადაიღო, რომელსაც სარეაბილიტაციო სახლები დააათვალიერებინეს და საკუთარი გეგმები გააცნეს. 

მსგავსი სიახლეები