როგორ უნდა გადაჯგუფდნენ პარტიები - ლომჯარია 4 პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბების შესაძლებლობას ხედავს

26.02.24 18:33
როგორ უნდა გადაჯგუფდნენ პარტიები - ლომჯარია 4 პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბების შესაძლებლობას ხედავს

როგორ უნდა გადაჯგუფდნენ პოლიტიკური პარტიები - ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია არსებულ პოლიტიკურ რეალობაში 4 პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებას ხედავს. ლომჯარიას მოსაზრებით პოლიტიკურ ცენტრად იქნება "ქართული ოცნება", "ნაციონალური მოძრაობა," ქართული ოცნების" ყოფილი წევრები და მათი მხარდამჭერები, ასევე "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები და მათი მხარდამჭერები. რაც შეხება "ლელოს", ნინო ლომჯარიას შეფასებით, ოპოზიციურ პარტიას ორივე ფლანგზე შეუძლია ყოფნა.

როგორც ლომჯარია ამბობს, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გადაწყვიტონ, გამარჯვებისთვის რომელ პარტიასთან სჯობს გაერთიანება. 

ჩემთვის დღევანდელ ვითარებაში არის შესაძლებლობა 4 პოლიტიკური ცენტრის ფორმირების. ეს არის ტრადიციული 5 ნომერი, მეორე 41 და ალბათ, ორი ცენტრი - ყოფილი ნაციონალური მოძრაობა და ის პარტიები და ადმიანები, ვინც მათთან უფრო მეტ პოლიტიკურ საერთოს ნახულობენ და მეოთხე ცენტრი არის ყოფილი ოცნების წარმომადგენლები და მათგან წამოსული პარტიები.
ჩემთვის იდეალური იქნებოდა მეხუთე ან მესამეც ყოფილიყო - ანუ შუაში მყოფი პარტია, რომელიც დაკომპლექტდებოდა დიმიტრი გელოვანებით, არცერთ პარტიაში ნამყოფი, სუფთა წარსულით, პროფესიონალი, პროევროპელი ადამიანებით, მაგრამ ეს არ გამოდის დღევანდელ ვითარებაში. აქ შეიძლება მოვიაზროთ იდეალურ შემთხვევაში, ნაცებშიც და ქოცებშიც ნამყოფი ადამიანები, რომლებსაც საქმე უკეთებიათ და რეპუტაცია აქვთ და არ ყოფილან პოლიტიკურ ცუდ პროცესებში გარეულები, ეს ხერხდება ბევრი მიზეზის გამო, ეს შეიძლება მოხდეს ნორმალურ არჩევნებში და ნორმალურ ვითარებაში, თუმცა, დღეს 4 პოლიტიკურ ცენტრად წარმომიდგენია.
მათ შორის ერთ-ერთი ლელოც არის, რომელიც არ ვიცი, სად იქნება - თვითონ ამბობენ, რომ მარტო იქნებიან, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველა სადღაც ძლიერ პოლიტიკურ ჯგუფში დაჯგუფდეს. ჩემი წარმოდგენა არის ის, რომ ყველა სეგმენტმა ოპოზიციაში თავისი მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, თუ სწორად იქნება გადალაგება, მაშინ ყველა გააკეთებს თავის საქმეს და ვერავინ იტყვის, რომ ეს სეგმენტია ყველაზე მნიშვნელოვანი და სხვას უნდა დავანებოთ თავი, თუ იქნება სწორი გადანაწილება და მაქსიმალურად იქნება დაზღვეული ხმების დაკარგვა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინც გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე ან იმ ამომრჩევლის გულზე გავა, ვისაც არავინ უნდა და რაღაც ახალს ეძებს, ძველი არ მოსწონს და არც ახალი არ მოსწონს და რაღაც შუალედური უნდა, ეს სეგმენტია ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი. არცერთი ხმა არცერთ სეგმენტში არ უნდა დაიკარგოს,“ - ამბობს ლომჯარია.

 

მსგავსი სიახლეები