"ხალხი ივანიშვილის ცრუ დაპირებებს არ ჭამს" - მანჯგალაძე
"ხალხი ივანიშვილის ცრუ დაპირებებს არ ჭამს, ქართველ ადამიანს ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ უკვე არანაირი ნდობა აღარ აქვს", - ამის შესახებ განცხადება "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ გააკეთა.
როგორც მანჯგალაძე აღნიშნავს, ვისაც სურს ევროკავშირი, მაღალანაზღაურებადი სამსახური, ემიგრანტების დაბრუნება და ეკონომიკური სიძლიერე - მხარს ცვლილებებს დაუჭერს, ხოლო ვისაც ივანიშვილის რეჟიმი სურს, მოსწონს სიღარიბე და უმუშევრობა - მხარს დაუჭერს ხელისუფლებას.
ხალხი ივანიშვილის ცრუ დაპირებებს არ ჭამს. ეს არჩევნები იქნება ერთი მხრივ, არჩევანი ეკონომიკურ გაძლიერებას, ევროკავშირსა და დასაქმებას შორის, ხოლო მეორე მხრივ, ივანიშვილს, სიღარიბესა და უმუშევრობას შორის, რომელიც 12 წლის მანძილზე ამ ხელისუფლებამ მოიტანა. ქართველ ადამიანს ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ უკვე არანაირი ნდობა აღარ აქვს.
შესაბამისად, არჩევანი მარტივია: ვისაც უნდა ევროკავშირი, მაღალანაზღაურებადი სამსახური, ემიგრანტების დაბრუნება ოჯახებში, ეკონომიკური სიძლიერე - მხარს დაუჭერს ცვლილებებს, ხოლო ვისაც უნდა ივანიშვილის რეჟიმი, მოსწონს სიღარიბე და უმუშევრობა - მხარს დაუჭერს ხელისუფლებას.
მე მჯერა, რომ ის ხალხი, ვისაც საქართველოს, თავისი შვილებისა და ოჯახების მომავალი ადარდებს ბევრად უფრო მეტი ვართ, ვიდრე ივანიშვილი და მისი ხალხი მძარცველებს ჯგუფი.
სამართლიანი არჩევნების პირობებში აუცილებლად მოხდება ხელისუფლების ცვლილება და ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს’’, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.