"ოცნება" არჩევნებზე პატარა პარტიების ხმების მისატაცებლად ემზადება - ივანიშვილის გუნდი საარჩევნო ბარიერს არ წევს
"ოცნება" არჩევნებზე პატარა პარტიების ხმების მისატაცებლად ემზადება - ივანიშვილის გუნდი საარჩევნო ბარიერს არ დაწევს. ამით ხელისუფლება უარს ამბობს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მთავარი რეკომენდაციის შესრულებაზე. რატომ არ აწყობს "ოცნებას" დაბალი ბარიერი? ამ გეგმით ივანიშვილის გუნდი, სავარაუდოდ, ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს, რადგან იმ პარტიების ხმების დიდი ნაწილი, რომლებიც ხუთ-პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავენ, "ოცნებისკენ" წავა. სავარაუდოდ, სწორედ ამ მიზნით სჭირდება ხელისუფლებას ერთპარტიული ცესკოც, სადაც ერთადერთი ოპოზიციონერი მოადგილის პოსტი გააუქმეს.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.