სასამართლო კლანი ხელშეუხებელია - ევროკომისიის მთავარი მოთხოვნის შესრულებაზე "ოცნება" უარს ამბობს
"ქართული ოცნება" მზად არის, სასამართლო კლანს ქვეყნის ევროპული მომავალი გადააყოლოს - კლანი ხელშეუხებელია და ეს შალვა პაპუაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. ევროკომისიის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნის შესრულებაზე ხელისუფლება უარს ამბობს. ვეტინგი ანუ, მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება, შესაძლოა, "ოცნებას" ძალაუფლების დაკარგვის ფასად დაუჯდეს. წინასწარ იციან, რომ მათი მორჩილი მოსამართლეები ტესტს ვერ გაივლიან და მოსამართლის მანტიის გახდა მოუწევთ.
ეს კი "ოცნებისთვის" სისტემის ჩამოშლის ტოლფასია. სანქცირებული მოსამართლეები, მათ მიერ დაგროვილი ქონება, რომელიც ბევრ კითხვას ბადებს და პოლიტიკურად მიკერძოებული გადაწყვეტილებები. ვეტინგის შემთხვევაში კორუფციულ სკანდალებში მხილებული კლანი სისტემის მიღმა აღმოჩნდება, რაც გადამწყვეტი არჩევნების წინ ივანიშვილის ინტერესში არ შედის. თუმცა რეფორმის გარეშე არც ევროკავშირთან მოლაპარაკებები დაიწყება. დამოუკიდებელი სასამართლო ბრიუსელისთვის წითელი ხაზია.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.