პრეზიდენტი ხალხს მოქმედებისკენ მოუწოდებს - "ოცნება" ღია მუქარაზე გადავიდა
საქართველოს პრეზიდენტი ხალხს მოქმედებისკენ მოუწოდებს. უკვე მეორედ სალომე ზურაბიშვილი რუსულ საფრთხეზე ღიად ალაპარაკდა. ქვეყნის მთავარსარდალმა განგაშის სიგნალი ჩართო და თქვა, რომ საქართველოს გადამწყვეტ არჩევნებში რუსეთი აქტიურად ჩაერევა და მიანიშნა, რომ კრემლი ფსონს ივანიშვილის პარტიაზე დადებს. ეს რაც კამერების წინ ილაპარაკა, თუმცა რჩება განცდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ უფრო მეტი რამ იცის, ამიტომ ზურაბიშვილი მოქმედებაზე გადასვლას ახალგაზრდებს სთხოვს.
პრეზიდენტის მიმართვამ ორბელიანების სასახლიდან ოცნება წყობიდან გამოიყვანა. ლანძღვის შემდეგ დეპუტატები ღია მუქარაზე გადავიდნენ და ზურაბიშვილის დაშანტაჟება სცადეს. რუსეთთან მჭიდრო კავშირის ბრალდება პრეზიდენტს უკან შემოუტრიალეს და დაუანონსეს, რომ თუ არ გაჩუმდება, მის შესახებ ბევრს რამეს იტყვიან.
ივანიშვილის გუნდი ზურაბიშვილს დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს. პრეზიდენტს დღეს "ოცნების" ბრალდებებზე პასუხი არ გაუცია. ის ათონელის სასახლეში დღეს ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორს ხვდებოდა.
"ოცნების" თავდასხმა პრეზიდენტზე - ნანუკა ქაჯაია დეტალებით