"სერიოზულად მოეკიდეთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს" - ევროკავშირის წარმომადგენელი "ოცნებას" აფრთხილებს
გახდება თუ არა ანტიკორუფციული ბიურო ქვეყნისთვის ბარიერი ევროკავშირის გზაზე. "სერიოზულად მოეკიდეთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს" - ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებს. ფორმალურ რეფორმებს ბრიუსელი არ მიიღებს და ამ უწყების რეალური დამოუკიდებლობის ტესტი იქნება "ქართული ოცნებისთვის". თუმცა მმართველი გუნდი რაჟდენ კუპრაშვილის უწყების დათმობას არ აპირებს. ცვლილება მხოლოდ ბიუროს ხელმძღვანელის სტატუსს შეეხება, რომელსაც ხელშეუხებლობის დაცვის უმაღლეს გარანტიებს აძლევენ.
პარლამენტის თანხმობის გარეშე არავის ექნება უფლება ანტიკორუფციული ბიუროს შეფის დაკავება, მისი სახლის ან ოფისის ჩხრეკა. თუმცა თავად უწყება ისევ უუფლებოდ რჩება. არ შეუძლია გამოძიების დაწყება. ვერ მოიკვლევს და ვერ დასჯის იმ ჩინოვნიკებს, რომელთა მოულოდნელი გამდიდრება ბევრ კითხვას აჩენს. ერთადერთი, რაც სიმბოლურად კორუფციასთან მებრძოლ ბიუროს დაიტოვებს, ადმინისტრაციული წარმოების დაწყებაა. ყველაზე საგანგაშო კი ამ უწყების დამოუკიდებლობაა, რომელიც პირდაპირ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარების ქვეშ რჩება.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.