"მორალური მკვლელობის საქმე" - მამუკა ხაზარაძე ქართველ ოლიგარქს ხმაურიან პროცესს უანონსებს

26.02.24 20:19
"მორალური მკვლელობის საქმე" - მამუკა ხაზარაძე ქართველ ოლიგარქს ხმაურიან პროცესს უანონსებს

საქმე პრიორიტეტულია და სტრასბურგის სასამართლო მას დაჩქარებულ ვადებში განიხილავს - ხაზარაძე-ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის სარჩელი მიღებულია და წარმოებაც დაწყებულია. მორალური მკვლელობის საქმე - ასე აფასებენ ლელოს ლიდერები იმ მრავალწლიან სამართლებრივ დევნას, რომელიც მათ წინააღმდეგ ქართულ სასამართლოში მიმდინარეობდა. "მალე დადგინდება, ვინ არის ამ ქვეყანაში თაღლითი" - ამ სიტყვებით მიმართავს მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს და ხმაურიან პროცესს უანონსებს.

"ოცნება" კი გამოსავალს ეძებს. იმ შემთხვევაში, თუ სტრასბურგი დაადასტურებს, რომ ადგილი ჰქონდა მოსარჩელეების პოლიტიკურ დევნას,  ეს მძიმე დარტყმა იქნება ხელისუფლებისთვის. თუმცა ვიდრე ევროპული სასამართლო ვერდიქტს გამოაცხადებს, მმართველი გუნდი ცდილობს, საზოგადოება ისევ დაარწმუნოს, რომ "ლელოს" და "ტვ პირველის" მფლობელის მამის მიმართ მურუსიძე ჩინჩალაძის სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანა.

ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები