პუტინის კრიტიკოსის, ბორის ნადეჟდინის 2 მხარდამჭერი საქართველოში არ შემოუშვეს
რუსეთის დიქტატორის, ვლადიმერ პუტინის კრიტიკოსისა და მოწინააღმდეგის, ბორის ნადეჟდინის 2 მხარდამჭერი, რომელიც ნადეჟდინს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ხელმოწერების შეგროვებაში ეხმარებოდნენ, საქართველოში არ შემოუშვეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია Free Russia Foundation-ის სამხრეთ კავკასიის ფილიალის დირექტორი, ეგორ კუროპტევი წერს, რომ რუსეთიდან ჩამოფრენილი ერთ-ერთი აქტივისტი, მაქსიმ ივანცოვი უკან გაამგზავრეს.
ასეთი მოქმედებები არის არა მხოლოდ იმ ადამიანთა უფლებების დარღვევა, რომელთაც პოლიტიკური მიზეზებით ართმევენ იმ ქვეყანაში დაბრუნების უფლებას, რამდენიმე წელია, მათ ერთადერთ სახლად და თავშესაფრად რომ იქცა, არამედ პოლიტიკური ზეწოლაც იმ ადამიანებსა და ჯგუფებზე, რომლებიც არ იზიარებენ კრემლის აგრესიულ პოლიტიკას და სხვადასხვა ფორმებით უპირისპირდებიან მას", - აღნიშნა კუროპტევმა.